ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს ამერიკაში, კერძოდ, ჰოლივუდში ელოდებიან.
მუსიკოსი 18 ივლისს კონცერტს ლოს ანჯელესში გამართავს.
HollywoodBowl-ის ამფითეარტრში, რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს, ხატია ბუნიათიშვილი ლოს ანჯელესის ფილარმონიურ ორკესტრთან და ვენესეულელ დირიჟორთან გუსტავო დუდამელთან ერთად წარსდგება.