23 ივნისი, 2019

გრანპრი დიტო ცინცაძეს

გრანპრი დიტო ცინცაძესქართველ რეჟისორს დიტო ცინცაძეს გრანპრი მიენიჭა.

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორის ახალი ფილმის “ჩაისუნთქე – ამოისუნთქე” პრემიერა შედგა.

ფილმში ნათამაშევი როლისთვის კი მსახიობმა სალომე დემურიამ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა.

დიტო ცინცაძის ახალი ფილმი საქართველო-შვედეთი-რუსეთის კოპროდუქციაა, რომელიც მხოლოდ საქართველოში, თბილისსა და ჭიათურაშია გადაღებული.