28 ივნისი, 2019

ეკა კვალიაშვილი დუმილს არღვევს – “დამთავრდა ჩემი მოთმინება და გეტყვით!”

ეკა კვალიაშვილი დუმილს არღვევს - "დამთავრდა ჩემი მოთმინება და გეტყვით!"მომღერალი ეკა კვალიაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და მისი მოთმინებაც დამთავრდა:

“უკვე ოოო, ყველაფერს აქვს საზღვარი და ოქროს შუალედი და, აი, აქ დამთავრდა ჩემი მოოთმინება და გეტყვით!

მსგავსი მარაზმი, რაც ამ ულამაზეს და მრავალტანჯვაგამოვლილ ქვეყანაშია, იმის გამო, რომ სახელმწიფოდ ვერასოდეს ჩამოყალიბდა, არ მეგულება არსად! სრულ მარაზმში ვიცხოვრე 90-იანებში, მერე 9 წელი და აღარ დამთავრდა ეს დედა ….., სახლი არა, სამსახური არა, შემოსავალი მიზერული და ნაქირავები სახლი, საჭმელი, ბავშვების კვება, ბაღი, ჩაცმა სავალდებულო. კომუნალური გასდასახადები და ნერვების გლეჯვა, დაუფასებლობა, იგნორი და სრული მარაზმი!

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მძულს ამ ქვეყანაში ეს ამპარტავნულ გოიმური მარაზმი, მძულს აქაური პოლიტიკა, მძულს აქაური დაუნდობლობა, მძულს აქაური გაუტანლობა.

გეშინოდეთ, დიდი სამსჯავროსი! ოოო, ძალიან გეშინოდეთ, რადგან არავის არ შერჩენია ეს ბანძი უღმერთო მარაზმი. მძულს აქაური ღორობა და მხოლოდ იმიტომ მოსვლა, რომ კარგად იცხოვროს ამა თუ იმ კალოშმა! მომბეზრდით და აუცილებლად მექნება დიდი გავლენა და ბევრი ფული, რომ ეს მარაზმი, აღარ დავინახო და მივეხმარო ადამიანებს. მე ასე მინდა!”