12 ივნისი, 2019

დაფიქრდით, ადამიანებო!

დაფიქრდით, ადამიანებო!– დაფიქრდით, ადამიანებო! – ალბათ ფიქრია უმთავრესი, რაც დღეს კაცობრიობას აკლია. ახალმა გამოწვევებმა, დრო ისე ააჩქარა, რომ ყოველდღიურობით გართულებს მთავარი გვავიწყდება.

გურამი გური ოთხოზორია აღმოსავლური იგავს გვიზიარებს:

“ადამიანმა წაიჩურჩულა: „უფალო, დამელაპარაკე.“
და ამღერდნენ მინდვრის ყვავილები… მაგრამ ადამიანმა ვერ გაიგო.
მაშინ ადამიანმა თქვა: „უფალო, გამეცი პასუხი.“
და იჭექა ცაში, იელვა და განათდა ზეცა… მაგრამ ადამიანმა ვერ გაიგო.
ადამიანმა მიმოიხედა და თქვა: „დამრთე ნება დაგინახო, უფალო!“
და ცაზე ვარკვლავები აკიაფდნენ… მაგრამ ადამიანმა ვერ დაინახა.
მაშინ ადამიანმა თავი ვერ შეიკავა და და დაიყვირა: „უფალო, დამანახე მე სასწაული!“
და დადგა გაზაფხული, დაიბადა ახალი სიცოცხლე… მაგრამ ადამიანმა ეს ვერ შეამჩნია.
სასოწარკვეთილმა ადამიანმა ტირილი დაიწყო: „ხელი მაინც შემახე უფალო, ვიგრძნო, რომ აქ ხარ.“
და ბოლოს ღმერთი შეეხო ადამიანს… მაგრამ ადამიანმა პეპელას, რომელიც მხარზე დააჯდა, ხელი აუქნია და წავიდა.”