7 ივნისი, 2019

“ჩიპოლინო” მოზარდ მაყურებელთა თეატრში

"ჩიპოლინო" მოზარდ მაყურებელთა თეატრშიჯანი როდარის „ჩიპოლინო” პატარების ერთ-ერთი საყვარელი ზღაპარია, თუმცა მას უფროსებიც სიამოვნებით კითხულობენ.

21, 22 და 23 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს პრემიერაზე ეპატიჟება.

ჩიპოლინოს მუსიკალურ სპექტაკლს რეჟისორი მაია ჩართოლანი დგამს.

რა ხდება სუპერმარკეტში როცა სამუშაო დღე სრულდება?

როცა გამყიდველები ტოვებენ სივრცეს და კარებები საგულდაგულოდ ირაზება?

ადამიანები თვალს მოეფარებიან თუ არა, წამსვე ცოცხლდებიან უსულო საგნები, მათ შორის, ხილ-ბოსტნეული.

დახლებიდან, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ადამიანის ხელით კოხტად დაწყობილი ხილის სახეობებიდან ჩამობრძანდებიან გრაფინია ალუბლები, უფლისწული ლიმონი, ყურძენიკო, პროფესორი მსხალა. ბოსტნეულიდან სინიორ პომიდორი, ხახვი ჩიპოლინო, მაძებარი სტაფილოუ, გოგრიკო და სხვანი.