21 ივნისი, 2019

ბაია დვალიშვილის საგანგებო მიმართვა

ბაია დვალიშვილის საგანგებო მიმართვამარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბაია დვალიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მადლობას უხდის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო დგას საპროტესტო აქციაზე:

“ჩვენ ბოდიშს არ ვღებულობთ! სამწუხაროდ, ცოტა ადრე დავტოვე გუშინდელი აქცია, ბოლომდე უნდა ვყოფილიყავი. ბევრი ხალხი იდგა და იდგება.

მე შეიძლება ვასოცირდები რომელიღაცა პარტიასთან, მაგრამ ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ახალგაზრდებს, რომლებიც საერთოდ ტელევიზორს არ უყურებენ და თქვენ უგნურ და უსახურ სახეებს საერთოდ არ იცნობენ. არ გიცნობენ და არც აინტერესებთ, მაგრამ როცა სიტყვაა “რუსი ოკუპანტი”, იქ არიან.

თქვენ ესროდით ადამიანებს არა პარტიული მიკერძოებით, არამედ ადამიანებს, რომლებიც გულანთებული იდგნენ. აღარ უნდათ რუსული, არც ენა იციან, აღარც რუსულად კითხულობენ, გერმანული იციან, ფრანგული ციაინ, ინგლისური იციან და სხვა მენტალობის ადამიანები არიან!”