5 მაისი, 2019

უახლესი ინფორმაცია კინო “რუსთაველთან” დაკავშირებით

კინოთეატრი "რუსთაველი" იყიდებაკინო “რუსთაველთან” დაკავშირებით საზოგადოების ღელვა არ ცხრება. მათი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დაცვაა.

უახლეს ინფორმაციას ირაკლი კუპრაძე ავრცელებს:

“ვიყავით კინოთეატრ “რუსთაველთან” და შევხვდით კომპანიის წარმომადგენლობას. კინო “რუსთაველი” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც 1939 წლიდან ფუნქციონირებს კინო და არქიტექტურულად არის უნიკალური და გამორჩეული ღირებულების მატარებელი ძეგლი თბილისისთვის.

რამდენიმე ფაქტი, რაც ყველაფერს ნათელს ფენს:

1. კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები კულტურული ძეგლის ფასადზე. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 24-ე მუხლი გვეუბნება, რომ ნებისმიერი სამუშოსთვის არის საჭირო შესაბამისი ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის დარღვევა.
– კომპანიის წარმოამდგენლობა გვპასუხობს, რომ მათ ნებართვა არ აქვთ და არც კანონი ავალდებულებთ.

2. არქიტექტორს ვესაუბრებოდი:
– არ არსებობს უნდობლობის საფუძველი, ჩვენც დაინტერესებული ვართ ძეგლის შენარჩუნებითო.
– შეიძლება თქვენთან არ არსებობს უნდობლობის საფუძველი, მაგრამ პრევენციულად საჭიროა – ბევრჯერ მოგვატყუეს. მაგალითად, მელიქიშვილზე ისტორიის ინსტიტუტზე გვეუბნებოდნენ აღდგენაა და ისე გავბაიბურდით, სულ დაანგრიეს-მეთქი.
– უი, რას ამბობ, მაგის არქიტექტორიც მე ვიყავი, არ გესმის სწორად, არავის მოტყუებიხართ. სხვანაირად არ გამოდიოდაო და ზუსტად ეგ არის აღდგენა. ფასადი ხომ შევინარჩუნეთო.

3. ჩვენი მიზანია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და ასევე მისი ფუნქციური გადარჩენა, რათა კინო იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ვსაუბრობთ მუნიციპალურ კინოზე, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის და ვცდილობთ, მერია ან კულტურის სამინისტრო დავაინტერესოთ ამით.

4. განცხადებაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ წარედგინა მერიას, გულისხმობს: „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“ (ციტატა).
– ჰო, ალბათ სასტუმროს ფოიეში დაკიდებენ ოდრი ჰეპბერნის და პაზოლინის ფოტოს და ეგ იქნება კინოს თემატიკა.

5. საწყენია, როცა ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად არაერთხელ მოატყუეს: სხვადასხვა დეველოპერმა, სახელმწიფო უწყებებმა თუ სპეციალისტებმა, დღეს უპირობო ნდობაზე საუბრობენ, თითქოსდა არაფერი ხდება.

,,არაფერია საგანგაშო” გამოხმაურებების მიზნობრიობა არ მესმის.”