წმინდა გიორგი საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში ერთნაირად არის გამოსახული – ჭაბუკი ამარცხებს გველეშაპს.
თუმცა გურიაში სოფელ აჭის მონასტერში არის წმინდა გიორგის ფრესკა, სადაც წმინდანი მოთვინიერებულ გველეშაპთან ერთად არის გამოსახული.
ლევან თოფურიძე:
“ეს ფრესკა სოფელ აჭის (გურია) მონასტერშია. წმინდა გიორგი მოთვინიერებულ გველეშაპთან! ცუგასავით მიასეირნებს და მონსტრისთვის “აშეინიკიც” გაუკეთებია! მაგარია ძაან, ამას გურულების მეტი სხვა ვერავინ მოიფიქრებდა?!”