5 მაისი, 2019

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაფრთხილება ლევან გოთუასგან

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაფრთხილება ლევან გოთუასგან“შენ ქართველი ხარ!” – ხშირად შეგვახსენებდა მწერალი ლევან გოთუა თავის ნაწარმოებებში და პატრიოტულ სულისკვეთებას კიდევ უფრო გვიმაღლებდა.

შეუძლებელია მისი შემოქმედება ემოციის გარეშე წაიკითხო, მაგრამ მაინც გამორჩეულად განსაკუთრებულია რომანი “გმირთა ვარამი”.

“არტინფო” სწორედ ამ რომანიდან პატარა, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამონარიდს გთავაზობთ:

“შენ ქართველი ხარ! კახ-ქართველი და ქრისტიანი! ეს უნდა გახსოვდეს მუდამ და ყველგან! ქართველი და ქრისტიანი! არავის არასოდეს არ დაუჯერო, სხვა რამ რომ გითხრას, სხვა მოგთხოვოს!

სამშობლოზე არ აღმართო ხელი და ხმალი! არაოდეს, გესმის? არაოდეს! რაც უნდა მოხდეს! რაც არ უნდა შეგპირდნენ! რა მუქარით არ დაგაშინონ!”