რატომ წარადგინეს ოთო ნემსაძის გამოსვლა თურქული ცეკვით?

რატომ წარადგინეს ოთო ნემსაძის გამოსვლა თურქული ცეკვით?ოთო ნემსაძის გამოსვლას “ევროვიზიაზე” წინ უძღოდა მეჩეთების ფონზე გადაღებული კლიპი, სადაც მომღერალი 4 მოცეკვავესთან ერთად თურქულ ჰანგებზე ცეკვავდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მაყურებელში ამ ფაქტმა გაღიზიანება გამოიწვია.

ბაკურ სვანიძე:

“ეს დანაშაულია! ამაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს! ამიხსენით საქართველოს ასეთი წარდგენა რომელი ავადმყოფის რეგვენმა “ბაშკამ” მოხარშა? რა არის ეს? კაი, კარგად იმღერა, ცუდად, თუ თვითონ სიმღერა არ ვარგოდა, თუ რაც იყო და როგორც… ჯანდაბას! მაგრამ, აი, ამ დანაშაულებრივი სიდებილისთვის არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ვინმეს? ევროპის წინაშე წარადგენ საქართველოს! და აქცენტი ცისფერ მეჩეთზე და ცისფერებში ჩაცმულ ოთხ არაქართული გარეგნობის, არაბულ-ებრაულ-სპარსულ-ოსმალური შესახედაობის ბიჭზე. ხელში ებრაული “მაცა” – რატომ? რა არის ეს? ქართველებს ცეკვა გვიჭირს ჩვენი თუ კერძები?

რაის მავთულხლართი და რისი რუსეთი, ესენი რომ უკეთებენ ამ ქვეყანას ცუდ საქმეს, ისეთს რუსეთი ვერაფერს დაგვიშავებს ვერასოდეს!

მიპასუხეთ ვინმემ – რისი თქმა სურდათ ამითი ამის გამკეთებლებს? ვინ გააკეთა ეს? ანუ მავთულხლართები გაგვიბა ცუდმა რუსეთმა და ჩვენი ისტორიული ძმა და მეგობარი ირან-თურქეთი ჩვენს გვერდით არიანო? და უფრო ახლოს არიან ქართულ კულტურასთანო? თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე?

სერიოზულად ვამბობ – თურქული დიდი მაყუთები იგრძნობა აქ და ვიღაცა ამის გამო უნდა დაისაჯოს!”