21 მაისი, 2019

ოქროს პალმის რტო ალენ დელონს

ოქროს პალმის რტო ალენ დელონსრიგით 72-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლეგენდარულ მსახიობს ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს.

პრიზი მამას შვილმა – 28 წლის ანუშკა დელონმა საზეიმო ვითარებაში გადასცა.

83 წლის მსახიობს ჯილდო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

ალენ დელონის დაჯილდოებას წინ სკანდალი უძღოდა – ამერიკული ორგანიზაციის ”ქალები და ჰოლივუდი” აქტივისტებმა მსახიობს რასისტი, ჰომოფობი და სექსისტი უწოდეს.