30 მაისი, 2019

“ოდისეა” – მულტიმედიური სპექტაკლის წარმატება

"ოდისეა" - მულტიმედიური სპექტაკლის წარმატებანოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ახალი თაობის მაყურებელს მულტიმედიური სპექტაკლის პრემიერა “ოდისეა“ წარუდგინა, რომელშიც გაერთიანებულია ანიმაციისა და კინოს ხერხები.

წარმოდგენამ მაყურებელთა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „ოდისეა“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების შოუ-ქეისში 10 საუკეთესო წარმოდგენებს შორის მოხვდა.

მულტიმედიური სპექტაკლი “ოდისეა“ 24 ოქტომბერს მიწვეულია ბათუმში, სადაც საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.

"ოდისეა" - მულტიმედიური სპექტაკლის წარმატება

"ოდისეა" - მულტიმედიური სპექტაკლის წარმატება