17 მაისი, 2019

მუზეუმების საერთაშორისო დღე ხელოვნების სასახლეში

მუზეუმების საერთაშორისო დღე ხელოვნების სასახლეში18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლე სტუმრებს კვლავინდებურად მრავალფეროვანი პროგრამით სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

19 საათზე, ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“, საღამო გაიხსნება ანსამბლ “რუსთავის” მიერ შესრულებული ქართული ნაციონალური ცეკვით.

19:30 საათზე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გახსნის გამოფენას „ქართული ეროვნული სამოსი – ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციის ფარგლებში ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიული კოსტიუმებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ნაციონალური სამოსის სახლის მიერ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც.

20 საათზე ხელოვნების სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველი დრამერები წარმოადგენენ დასარტყამი და სასულე საკრავების შოუს.

21:30 საათზე, პროექტის ფარგლებში „დიდი მხატვრების შედევრები“, პალიტრა მედიასა და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ მოეწყობა იტალიელი მხატვრის – ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება.

23 საათზე, საღამო დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.