17 მაისი, 2019

მუხრან მაჭავარიანის წინასწარმეტყველება

კოლუმბი რომ შუა ზღვაში ამერიკას დაეძებდაპოეტ მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება პატრიოტული და სასიყვარულო თემატიკის გარდა, სრული ჭეშმარიტების თემატიკასაც მოიცავს, რომელსაც წინასწარმეტყველურიც შეიძლება ვუწოდოთ.

“არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მის გარდაცვალებას ეძღვნება:

“ნაპირს საცაა მოადგება საჩემო ნავი, –
და მე ამ ქვეყნით, სამუდამოდ,
იმ ქვეყნად წავალ
(სხვა, – ბარეორი წავიდა რავარც)!
იქ როცა მივალ, – ხელებგაშლით, –
მეტყვიან, ალბათ: – მუხრანს ვახლავართ!
აქ ზოგი იტყვის: – ხო, ჩაძაღლდა, –
ეტირა ყოფა!…
ზოგი მათგანი: – ჩვენც მოვკვდებით! –
რა გაეწყობა!
ნაპირს საცაა მოადგება საჩემო ნავი, –
და მე ამ ქვეყნით, სამუდამოდ,
იმ ქვეყნად წავალ.”