25 მაისი, 2019

მიშო სულუხიას სცენაზე დენმა დაარტყა

მიშო სულუხიას სცენაზე დენმა დაარტყამომღერალ მიშო სულუხიას სცენაზე დენმა დაარტყა:

“შენ ხომ ისედაც ნერვები გეთხრება, რომ მოტოციკლეტით ხარ და გაგიწვიმდა, მიდიხარ შენი ჭკუით ფრთხილად, რომ უფრო მეტად არ დასველდე და არ მოცურდე, ამ დროს კი სავსე ავტობუსი გვერდით ამოგიდგება და წყლის ფარდას არ მოგაკლებს ისე, რო დუბაის ფანტანს შეშურდება. ფანჯარას მოწებებული ხალხი კი მომენტალურად კარგ ხასიათზე დგება.

ეჰ, ჯანდაბას ამდენი დაღლილი ადამიანის ღიმილად ჩემი სისველე მიღირს, თან ჩაფხუტში ვინ მიცნობს.

შევვარდი სველი დარბაზში, ხალხი იცდის, ვცდილობ, თავი მოვიწესრიგო და სცენაზე ავიდე. შარვალიც და ფეხსაცმელიც სველი მაქვს, მაგრამ თუ თითის წვერებზე არ დავდექი წყალს არ უშვებს და ამიტომ არც ვიმჩნევ.

ეს ბარიერიც გადავლახე ბოლოს და ბოლოს, მარა, აი, სცენაზე რომ ავედი და კარგად დამიწებულს მიკროფონიდან დენმა რომ მგლიჯა, თან პირდაპირ ტუჩებში, აი, მაშინ მივხვდი, რომ დღეს ჩემი დღე არ არის.

P.S: კარგად ვარ. ცოტა გამაჟრიალა.”