21 მაისი, 2019

მარიკო ლეჟავა: “ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე!”

მარიკო ლეჟავა: "ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე!"ევროვიზიის ქართული ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერის გამო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

“ორი დღეა ვდუმვარ მართლა, აი, ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი ამხელა ზიზღი საიდან გაქვთ დაბუდებული, აი, ვერაფრით გამიგია…

ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! აი, რომ გაკივით ამ ფრაზას, ოთო ქართველი არ იყო? თუ ფრანგი იყო? თქვენი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა, მაქამდე გაანადგურეთ გინდა მორალურად, გინდა სულიერად! თქვენ არ ხართ ეგ ქართველები? არცერთი ცუდი და სალანძღავი სიტყვა არ დაგიშურებიათ “ქართველისთვის” და ეხლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი და წმინდა?

ან ის ადამიანები, ვისზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კომენტარს გააკეთებდა, რაზე ფიქრობთ, ან რას აკეთებთ საერთოდ? რას ამტკიცებთ ჩემი გალანძღვით… თქვენი ნებაა აბსოლუტურად, რას იტყვით ჩემზე, ან ჩემს უნიჭობაზე! მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, მე მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ არის, მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი…

არანაირი შური და ბოღმა არ მამოძრავებდა, უბრალოდ, ვინც მიცნობს, მათ ხომ იციან და, აი, ვინც არ მიცნობს, ეგ ნაკლებად მადარდებს… ცხოვრებაში არასდროს შური და ბოღმა არ მამოძრავებდა და არასდროს შემიპყრობს ეგ გრძნობა, რასაც ბევრზე ვერ ვიტყვი…

მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? აი, ისე ძალიან ცდებით, რომ მეტი არ შეიძლება… ეს ის დრო იყო, აი, კაკრას მეგობრობით და ახლობლობით რომ ხდებოდა ყველაფერი, თქვენი დრო… და მე იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იგივენაირად მოვიქცეოდი იმ დღეს რომ დამაბრუნა.. ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს…

შეგიძლიათ ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და ყველაფერი მიწოდოთ, არაფერი მაქვს სამტკიცებელი… მუსიკა ძალიან მიყვარს, მეტი რომ არ შეიძლება, ისე… მაპატიეთ რომ მიკერძოებული არ ვიყავი.”