9 მაისი, 2019

ლევან ხურცია: “ხალხო, თქვენ რაღა დაგემართათ?”

ლევან ხურციას მიმართვა ქართველებსკითხულობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია. ხელოვანი ელისო კილაძის მიერ მისი მეუღლის მარიამ კუბლაშვილის სუსის აგენტად შერაცხვას აპროტესტებს, მთავრობას ხალხზე ზრუნვისკენ მოუწოდებს, საზოგადოებას კი – ერთმანეთის ჭამისთვის თავის დანებებას:

“ერთი რამ მინდა საზოგადოებამ გაიგოს და მისმა დეგრადირებულმა ცილისმწამებელმა მცირე ნაწილმა! ჩემი ოჯახი და კონკრეტულად ჩემი მეუღლე, არის იურისტი და ადვოკატი, მისი პირდაპირი მოვალეობაა დაიცვას თავისი დაცვის ქვეშ მყოფი, კანონის დაცვით! ისევე როგორც ჩემი პროფესიის ადამიანის, რაც არ უნდა პირადი პრობლემა მქონდეს, მაყურებელს ვცე პატივი და დავდგე სცენაზე! ასევე ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანმა!

რაც შეეხება სუსის აგენტობას, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ! როგორ ბედავთ ჩემს ოჯახზე ასე ლაპარაკს!

რაც შეეხება მთავრობას, ცოტა გონს მოდით ბოლო-ბოლო და თქვენი ხალხი დააფასეთ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ეს თქვენი მოვალეობაა! ნუ გახლიჩეთ ერი ორად, გინდა ნაცმა და გინდა ქოცმა. ნუ გადაკიდეთ ეს ხალხი ერთმანეთს და სამართალზე იფიქრეთ, ქვეყანაზე იფიქრეთ და ეროვნულობაზე, ქრისტიანობაზე და ქართველობაზე იფიქრეთ და არა ძალაუფლებაზე!

დასასჯელი დასაჯეთ სამართლიანად და მართალი გაამართლეთ! უკიდურესად გაღატაკებულ ხალხზე იზრუნეთ და მიხვდით ერთ რამეს, რომ საჩხუბრად და ერთმანეთის სალანძღავად არ შეგვიყვანიხართ იმ ჯანდაბა პარლამენტში. ქვეყანა გაბარიათ, თითოეული ჩვენგანის ბედი გაბარიათ და ქართველი ხალხი გაბარიათ! საქმეს მიხედეთ და საშინელ დღეში მყოფ ქვეყანას მიხედეთ!

ხალხო, თქვენ რაღა დაგემართათ? ჯანდაბამდე გზა ჰქონია ნაცსაც და ქოცსაც და ყველა პარტიას! რატომ გადავეკიდეთ ქართველები ერთმანეთს, რატომ გვეზიზღება ერთმანეთი? 3 მილიონი ვართ მთლიანობაში, ერთი მუჭა ტერიტორია დაგვრჩა მოვუაროთ ერთმანეთს და ამ გაჯიჯგნილ საქართველოს!”