21 მაისი, 2019

ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავებშია

ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავებშიაქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავთა შორის დასახელდა.

ამერიკულმა ჟურნალმა W იმ 15 განსაკუთრებული ვარსკვლავის ჩამონათვალი გაავრცელა, რომლებიც ფილმებში გამორჩეულად თამაშობენ და საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცნენ.

ანტონიო ბანდერასის, უილემ დეფოს, ლეონარდო სბარაგლიას, რობერტ პატინსონის და სხვა მსახიობების გვერდით დასახელდა ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ნათამაშევი როლისთვის.

ფილმის პრემიერამ კანში დიდი წარმატებით ჩაიარა.