26 მაისი, 2019

“იცით, რამდენი ეკლესიაა ტაო-კლარჯეთში?”

"იცით, რამდენი ეკლესიაა ტაო-კლარჯეთში?"ტაო კლარჯეთში არსებული ეკლესიების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ისტორიკოსი ბუბა კუდავა გვიზიარებს:

“თქვენი აზრით, რამდენი ეკლესიაა ტაო-კლარჯეთში? – ხშირად ვეკითხები ხოლმე ხალხს.
20, 25, 30… – ვინც ძალიან ზოგადად იცნობს რეგიონს, ძირითადად ამ რაოდენობას ასახელებს ხოლმე.
რეალური რაოდენობა კი ყველას აოცებს ხოლმე:
700!

დიახ, დღევანდელი მონაცემებით, ტაო-კლარჯეთში 700-მდე ეკლესიაა. ამ რაოდენობაში იგულისხმება როგორც შემორჩენილი ნაგებობები, ისე ნანგრევები, ნაეკლესიარები, აგრეთვე შემთხვევები, როცა ეკლესიის არსებობის შესახებ გვაქვს ინფორმაცია (წერილობითი თუ ზეპირი), მაგრამ ზუსტი ადგილის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ეს რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.
ამის დასტურია ახალ-ახალი მონაცემები, რომლებიც დროდადრო ჩნდება ხოლმე.
ამის დასტურია ეს სიახლეც – მორიგი ნაეკლესიარი, რომელსაც შარშან მივაკვლიეთ.
ტაო. პარხლის ხეობა. სოფელი (თემი) პარხალი. უბანი ჭილვანა. ნაეკლესიარ ადგილას აღარაფერია დარჩენილი. კედლების უმნიშვნელო ფრაგმენტები მახლობლადაა მიმოფანტული.
კლდეზე კი დაუშენებიათ, მაგრამ მაინც ვერ გაუძლია მუხთალი დროისთვის…
ჭილვანა… რა კაი სახელია…”