27 მაისი, 2019

გიორგი როსტიაშვილი “რანინას” გამარჯვებულია

გიორგი როსტიაშვილი "რანინას" გამარჯვებულიაგიორგი როსტიაშვილი მუსიკალური შოუს “რანინას” მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა.

“რანინას” ფინალი ღია ცის ქვეშ ვარდების მოედანზე გაიმართა და მასში შოუს სამი ფინალისტი გიორგი როსტიაშვილი, ანა ბერიშვილი და ანასტასია გარსევანიშვილი მონაწილეობდნენ.

მესამე ადგილი ანასტასია გარსევანიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე ანა ბერიშვილი გავიდა, ხოლო გიორგი როსტიაშვილს კი შოუს მთავარი პრიზი გადაეცა.

სწორედ გიორგი წარადგენს საქართველოს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე.