19 მაისი, 2019

გიო მგელაძე: “ჩემს დასჯას ითხოვენ!”

გიო მგელაძე: "ჩემს დასჯას ითხოვენ!"საქართველოს კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გიო მგელაძე აცხადებს, რომ კინოაკადემიის წევრების ნაწილი მის დასჯას ითხოვს, ნაწილი კი მას მხარდაჭერას უცხადებს.

გიო მგელაძე შექმნილ სიტუაციას 1937 წელს ადარებს:

“ჩემს დასჯას ითხოვენ! მოეწონათ 26 წელი მკვდარი კინოს სახლი რო გაცოცხლდა…

წლების წინ კინოაკადემიის, მაშინ კინოკავშირი იყო, მესვეურებმა უკანონოდ გადასცეს 800 კვადრატული მეტრი ორი პიროვნებას საჩუქრად და მათთან ერთად გახსნეს რესტორანი. წლები მუშაობდა ეს რესტორანი და შეირგეს საჭმელ-სასმელი. გავიდა დრო, აღარ მოუნდათ კინოაკადემიის – კინოკავშირის მესვეურებს ეს ტიპები იქ და უთხრეს, რომ დაეთმოთ უკან უკანონოდ გადაცემული ტერიტორია, რაზეც უარი მიიღეს.

მერე სუს-მა დაიბარა ეს ორი ადამიანი დაკითხვაზე და მესამე დაკითხვის შემდეგ, მათ დათმეს 800 კვადრატული მეტრი. ახლა ეს ორი ადამიანი უჩივის კინოაკადემიას და ითხოვს უკან ამ ფართს. ორივე საქმე – უკანონოდ გადაცემაც და უკანონოდ ჩამორთმევაც, სამართლებრივ ენაზე არის ხანდაზმული. მაგრამ ეს მეორე საქმე – სასამართლომ ამორალურად ცნო – ძალადობით უკან დაბრუნება ამ ტერიტორიის, გააცოცხლა და გაიმარჯვა ერთ-ერთმა. ახლა მეორეს აქვს შეტანილი და კინოაკადემიის შენობის 800 კვადრატული მეტრი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გადასცა იმ ერთ პიროვნებას.

ვისაც კინოაკადემია და კინოს სახლი გაინტერესებთ, აი, ეს არის მიზეზი, რის გამოც დაიწყო აჟიოტაჟი, თორემ 26 წელია გაჩერებულია კინოაკადემია, ჩვენთვის არის გაჩერებული, ვისაც კინოს ნახვა უნდა კინოს სახლში, თორემ ხან კაზინო, ხან სახინკლე, ხან რესტორანი და გამოშიგნეს – იატაკი, კედლები – ყველაფერი წაიღეს.

ტიპებს – კინოაკადემიის გამგეობის წევრების ნაწილს, წერილის დაწერაც დაეზარათ და პირდაპირ 1937 წლის არქივიდან ამოიღეს ფურცელი, რაღაცეები ჩაასწორეს და ხელი მოაწერეს…

იმ წერილის ხელის მოწერიდან თქვენი ცხოვრების ბოლო წამამდე, იქნებით 1937 წელში. მე კი მკიდია, მაგრამ შვილები, ნათესავები, მეგობრები არ გყავთ?”

გიოს მხარდამჭერთა წერილი

გიო მგელაძე: "ჩემს დასჯას ითხოვენ!"

გიო მგელაძე: "ჩემს დასჯას ითხოვენ!"

 

გიოს მოწინააღმდეგეთა წერილი

გიო მგელაძე: "ჩემს დასჯას ითხოვენ!"

გიო მგელაძე: "ჩემს დასჯას ითხოვენ!"

გიო მგელაძე: "ჩემს დასჯას ითხოვენ!"