31 მაისი, 2019

გელა დაიაური – სადაც ვარ, გმირთა ხმა მომდევს

გელა დაიაური - სადაც ვარ, გმირთა ხმა მომდევს”სადაც ვარ, გმირთა ხმა მომდევს,
ვით შერჩენილი ეტრატს იგავი,
ცოცხალი კაცი ორჯერ არ მოკვდე,
ერთხელ სიკვდილის ღირსი იყავი.
ცუდს ცა და მიწა ოდითგან გმობდა,
ავი მარცხდება კარგთან ბრძოლაში,
კაცი ის არის, ვინც უკვე მოკვდა
და მაინც ცოცხლობს ხალხის ხსოვნაში.
მგლის მუხლი უნდა გამოიყოლო,
სინდისი უნდა გეცვას სამოსად,
ამ ქვეყნად ისე უნდა იცოცხლო,
რომ შენი მოსვლა ჯობდეს არ მოსვლას.
სიმართლისათვის სისხლს უნდა ღვრიდე,
ფარი თუ არ გაქვს ,მტერს გული ჰკარი,
ჯობს მკვდარი ხალხში ცოცხლობდე,ვიდრე
ცოცხალი იყო და გერქვას მკვდარი.”