23 მაისი, 2019

გაიცანით ვაჟა ფშაველას პირდაპირი შთამომავალი

გაიცანით ვაჟა ფშაველას პირდაპირი შთამომავალივაჟა ფშაველას პირდაპირი შთამომავალი მინდია გოდერძიშვილი საზოგადოებას ლელა რაზიკაშვილმა საკმაოდ საინტერესო ისტორიის თანხლებით წარუდგინა:

“1961 წელს, მშვიდობის მსოფლიო საბჭოს მიერ, ვაჟა-ფშაველას იუბილეს მსოფლიო თარიღად გამოცხადების კვალდაკვალ, ვაჟას 100 წლის იუბილეს ამზადებდა ქართული საზოგადოება.

მწერალთა კავშირი იყო მაშინ ამ საქმის მოთავე.

მწერალთა კავშირის მაშინდელი თამჯდომარის, სერგი ჭილაიას მისაღებში ერთი სანდომიანი მანდილოსანი შედის და მოკრძალებით ითხოვს თავმჯდომარესთან შეხვედრას. ვინ ბრძანდებითო ეკითხებიან, რა მოვახსენოთო.

ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის ქალიშვილი ვარ, ვაჟას იუბილეზე დასასწრებად მოსაწვევის სათხოვნელად მოვედი, იქნებ ჩვენთვის, ლევანის შვილებისთვისაც გამოძებნოთო…

კაბინეტიდან გაოგნებული გამოვარდნილა სერგი ჭილაია:

,,რას ამბობთ, რა ლევანის შვილები, ჩვენ ვიცოდით, რომ ლევანს შვილები არ დარჩენიაო…”

ასე იყო, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ არ იცოდა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ ვაჟა-ფშაველას შვილს, ლევან რაზიკაშვილს შვილები ჰყავდა საერთოდ…

დღესაც არ იცის ბევრმა.

არადა ძალიან ლამაზი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ღირსეული და 3 თაობის მანძილზე ძალიან გულნატკენი შვილთაშვილები ჰყავს ვაჟას გორში…

და მე ძალიან მინდა ყველა იცნობდეს მათ, ჩემს ღირსეულ სანათესაოს!
აი, ეს მოხდენილი კაცი ერთ-ერთი მათგანია!
მინდია გოდერძიშვილი!
ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი!
ვაჟას პირდაპირი შთამომავალი!”