18 მაისი, 2019

ელენე გურიელი – ლევ ტოლსტოის ქართველი სარძლო

ელენე გურიელი - ლევ ტოლსტოის ქართველი სარძლოელენე გურიელი ცნობილი მწერლის ლევ ტოლსტოის სარძლო იყო. ელენეს მწერლის შვილმა ანდრეიმ ხელი სთხოვა, მისი მშობლებისგან თანხმობის მიღების შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდა და ოლგა დიტერიხზე დაქორწინდა.

ელენე გურიელისა და ანდრეი ტოლსტოის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი საინტერესო ამბავს მოგვითხორობს:

“ლევ ტოლსტოის საქართველოში ჩამოსვლიდან 47 წლის შემდეგ, ტფილისში მისი ვაჟი, ანდრეი ტოლსტოი ჩამოსულა. ნიკოლოზ ნაკაშიძეს (ილია ნაკაშიძის ძმა), მის დეიდაშვილს, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილსა და გიორგი ოქრომჭედლიშვილს მთელი საქართველო მოუტარებიათ.

ბათუმში, გიგო ელიავას ოჯახში გააცნეს ნაკაშიძეების მამიდაშვილი, ელენე გურიელი, მოიხიბლა და ხელი სთხოვა. ელენეს მშობლების თანხმობის მერე, რუსეთში გაბრუნდა, მშობლების დალოცვა რომ მიეღო. იქ კი ოლგა დიტერიხზე დაქორწინდა. მალე ელენე გურიელმა წერილი მიიღო, სადაც ანდრეი ტოლსტოი ცოლის შერთვას ატყობინებდა…

ელენე გურიელმა შეურაცხყოფის გამო, თავი სასიკვდილოდ დაიჭრა და რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალა. ლევ ტოლსტოის ცოლს ბოდიში მოუხდია ნინო ნაკაშიძისთვის, ხომ იცით, ანდრეის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ ტოლსტოის შვილია და რითი ხიბლავს ქალებსო… მამამისი საქართველოში ჩასვლას სთხოვს, ბოდიშის მოსახდელად და არ ვუშვებ, მოკლავენ, არ აპატიებენ ასეთ საქციელს. მე კი ქართველები არ მიყვარს, ჩემი ძმის ცოლი ქართველი იყო, ფატი ერისთავი, ჩემს ძმას გაცილდა და სხვას გაჰყვაო.
ნაკაშიძეებს კი ლევ ტოლსტოიმ მოუხადა ბოდიში ვაჟის ამ ქმედების გამო.

ანდრეი ტოლსტოი 1916-ში გარდაიცვალა, ორი დღით ადრე დასიზმრებია რომ კუბოში იწვა და ახლობლები დასტიროდნენ…

ლევ ტოლსტოი ერთ-ერთ წერილში თავის ვაჟზე ამბობს: “ჩემი შვილი უნებისყოფო, თავაშვებული კაცია, თანაც მშიშარა გამოდგა. ვურჩიე, წადი საქართველოში და გურიელის ქალს ბოდიში მოუხადე, მაგრამ ვერ გაბედაო…”