17 მაისი, 2019

“დღეს 17 მაისია, დაჩაგრულთა მხარდაჭერის დღე”

"დღეს 17 მაისია, დაჩაგრულთა მხარდაჭერის დღე"17 მაისს დაჩაგრულთა მხარდაჭერის დღეს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია თავის მეგობარს თემურ ჭოჭუას იხსენებს, რომელიც 3 თვეა გლადნის ციზეში ზის:

“დღეს 17 მაისია. როდესაც დაჩაგრულების დაცვა გაგახსენდებათ, იცოდეთ ჩაგვრა მხოლოდ სქესობრივი ორიენტაციის გამო არ ხდება. თემური, სამი თვეა გლდანის ციხეშია. დანაშაული: ორი კაცი გააცნო ერთმანეთს. ხუმრობაა? არა. ბიოგრაფია: ორი შვილისშვილის ბაბუა, უმაგრესი მამა და ქმარი. პარტია “ქართული ოცნების” პირველი შტაბის უფროსი, ყველაზე ცხელ წერტილებში ედგა მხარში ივანიშვილს. ასე გადაუხადეს სიკეთე.

ვაკეზე გადაყოლილი კაცი, ცხოვრებაში ერთი ლარი არ აუღია ზედმეტი. ციხეში იტანჯება და არავის მისი ბედი არ აინტერესებს. სექსუალური უმცირესობიდან რომ ყოფილიყო, ალბათ აქამდე გამოუშვებდნენ, ამ ქვეყანაში ხომ მხოლოდ ერთი კატეგორიის უფლებებს იცავს ხელისუფლება, სხვა ყველა წყალს წაუღია.

დღეს 17 მაისია, დაჩაგრულთა მხარდაჭერის დღე.”