29 მაისი, 2019

ბუბა ხოტივარის არაჩვეულებრივი ინიციატივა

ბუბა ხოტივარის არაჩვეულებრივი ინიციატივარეჟისორ ბუბა ხოტივარის ინიციატივა მერიას ნამდვილად დროულია:

“წინადადება მერიას:

უცხოეთის ზოგ ქალაქში მერია ქმნის პენსიონერთა ჯგუფებს, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქის ან დასახლების ეზოებსა და სხვადასხვა ადგილების სანიტარულ მდგომარეობას, გამოავლენენ დაბინძურებულ ზონებსა და აჯარიმებენ დამბინძურებლებს.

მათი შიშით ეზოებსა და ქუჩებში აღარ ყრიან ნაგავს – ეფექტი მეტად სერიოზულია. თუ ეზოს დანმაგვიანებელი ვერ გამოვლინდა, აჯარიმებენ მთელს სახლს.

ზოგ შემთხვევაში კონტროლიორებს აქვთ ხელფასი, ზოგან ჯარიმების პროცენტს იღებენ. გარდა ამისა, მოხუცებს საქმე ეძლევათ, რითაც მეტად კმაყოფილნი არიან.

მესმის, ჩვენთან ამის უცბად დანერგვა თავიდან შეიძლება გაჭირდეს, მაგრამ, მგონია, რომ იმოქმედებს – ჯარიმის შიშით ხომ ვიკრავთ ღვედებს? ვიცი, რომ ვერავითარი შეგონებებითა და აღზრდის პრინციპებით ჩვენ ხალხს ვერ მოთოკავ ნაგვის დაყრის სიამოვნებისაგან. მხოლოდ ჯიბეზე დარტყმით აღწევენ ხოლმე შედეგს. ასეა ყველგან…”