23 მაისი, 2019

ბესო ზანგური: “ეს არის ქვეყანა, რომელმაც არ გამახარა!”

ბესო ზანგური: "ეს არის ქვეყანა, რომელმაც არ გამახარა!"მსახიობი ბესო ზანგური დიდი გულისტიკივილით ამბობს, რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელმაც არ გაახარა:

“ეს არის ქვეყანა, რომელმაც არ გამახარა მე, ბესო ზანგური… საოცარი გულისტკივილით ვწერ ამ პოსტს და მინდა ყველა მკითხველმა კარგად გამიგოს…

ქვეყანაში, სადაც ოსტატები არიან ბლოკის ხელოვნებით… მე არ ვიცი, რომ არა რობერტ სტურუა, სად ვიქნებოდი საერთოდ… დიახაც, რომ რუსთაველის თეატრია ერთადერთი ადგილი, სადაც “იმის შვილი და იმის პროტექცია არ ჭრის” და ამაში ყველა მსახიობი დამეთანხმება…

არცერთი ფილმი, არცერთი გადაცემა არ დაგიძახებს, თუ ვინმე არ გყავს, რომ პროტექცია გაგიწიოს და არ შემეკამათოს არავინ ამაში… ნუთუ არ მოგბეზრდათ ერთიდაიგივე სახეები, ერთიდაიგივე ადამიანები, ერთიდაიგივე საშემსრულებლო ხარისხი? ახალი არაფერი გინდათ? იცით, რომ თქვენ ადამიანის სიცოცხლის დროის მკვლელები ხართ?

ისე გავიდა ჩემი ახალგაზრდობა, ერთ ფილმში არ ვარ გადაღებული… არასოდეს არცერთ ნორმალურ გადაცემაში არ ვარ მიწვეული. ასე თუ ისე, რეალობას ვერ გავექცევით, მთავარ როლებს ვინც თამაშობს, წამყვანი არტისტი ეწოდება მას და თან სტურუას არტისტი კიდევ რაღაცნაირად გეჩხირებათ ყელში…

მე ვნახე რამაზ ჩხიკვაძე როგორ იწვა პირველ ღამით მიტოვებული შუა სცენაზე რომ გარდაიცვალა და იმის მერე ჩემი აზრი მაქვს ჩემს პროფესიაზე და მერე ვუყურებ საზღვარგარეთ როგორ ეფერებიან და ხელისგულზე ატარებენ… არა ხართ მართალი არანაირად და ის წამი, ძილის წინ-ს რომ ვეძახით, თქვენში უწამობაა, რადგან ფიქრი მხოლოდ გესლით გაქვთ მოწამლული… მოწამლული ფიქრი კი ნარკომანიულ დღეს და ცხოვრებას ქმნის, ანუ ერთფეროვნების ჟამთა სვლას და თქვენც მიდიხართ… და მიდიხართ და ჰაერი… და მიდიხართ და ჰაერი და არაფერია ეს ჰაერი… უფერო ჰაერი.

გაამდიდრეთ ხარისხი, გაამდიდრეთ მაყურებელთა თვალები… მოაწყეთ დღესასწაულები ახალი სახეებით… აჩუქეთ სიცოცხლე არტისტებს და იცოცხლებს ეს ქვეყანა!”