3 აპრილი, 2019

ვინ აყენებს შეურაცხყოფას მსახიობ პაატა ვახტანგიშვილს?

ვინ აყენებს შეურაცხყოფას მსახიობ პაატა ვახტანგიშვილს?მსახიობ პაატა ვახტანგიშვილს, რომელიც ჟურნალიტ ნოდარ მელაძის ნახევარძმაა, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებენ.

სოხუმის თეატრის მსახიობს მისი კოლეგა, მსახიობი ნანა ხურითი გამოესარჩლა:

“მივმართავ შესაბამის ორგანოებს და ჩემს მეგობრებს, რომლებიც იზიარებენ ამ უმსგავსობას! მიხედეთ ამ ტროლებს! მათ თუ ჰგონიათ ამით კარგ საქმეს უკეთებენ ოცნებას, ძალიან ცდებიან!

იცოდეთ! პაატა ვახტანგიშვილი არის უნიჭიერსი მსახიობი, უერთგულესი მეგობარი! ჯერ კიდევ 2004 წლიდან, როცა დღევანდელი ოცნების სახეები და თუნდაც ლიდერები ჩახუტებულები იყვნენ იმ რეჟიმის შემქმნელებთან, ჩვენ და ბევრი ჩემი მეგობარი, მათ შორის პაატა ვახტანგიშვილი, ქუჩაში ვიდექით.

ეს ის პაატა ვახტანგიშვილია, რომელიც აბსურდული ბრალდებით დააკავეს და თავის თავზე გადაიტანა ის სისასტიკე, რასაც ციხეებში სჩადიოდნენ. ეს ის პაატა ვახტანგიშვილია, რომელიც სოხუმის თეატრიდან გაუშვეს ჩემთან, ლილისთან და დიმა ჯაიანთან ერთად. სწორედაც პოლიტიკური ნიშნით 2010 წელს (კაცის მკვლელობას აბრალებდნენ დიმას და პაატას). ეს ის პაატა ვახტანგიშვილია, რომელიც მიუხედავად დიდი რისკისა, რადგან პრობაციონერი იყო, ჩართული იყო წინსაარჩევნო კამპანიაში 2012 წელს და ალპინისტებთან ერთად ავიდნენ ერთ-ერთ მწვერვალზე ,,ქართული ოცნების” მაისურებით და ოცნების დროშა აღმართეს სიმაღლეზე!

ჩვენ ისინი ვართ, როცა ოცნება ,,ოცნებობდა” და მანამდეც ქუჩაში ვიდექით. თქვენ ვინ ხართ თქვენ! ,,ტროლებო”! სამწუხაროდ, დიდი ხანია ოცნება ნაციონალების გავლენის ქვეშაა და მათ მეთოდებსაც კარგად კი არა, ცუდად იყენებს, ცუდად…

თუმცა რა მიკვირს… იცნობდეთ პაატა ვახტანგიშვილს!”

ვინ აყენებს შეურაცხყოფას მსახიობ პაატა ვახტანგიშვილს?