8 აპრილი, 2019

ვანდალიზმი ბავრის ტაძარზე

ვანდალიზმი ბავრის ტაძარზეფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი ბავრის ტაძარზე განხორციელებულ ვანდალიზმთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“ბავრის ტაძრის ამ კედელს ვეღარც ჩემი გაფრთხილებები იცავს და ვეღარც უსინათლო ბავრელი მოხუცი, რომელიც სულ მუდამ იმას მსაყვედურობს, რატომ არ ვპატრონობთ წინაპართა დანატოვარს?! ამჯერად დავემალე, აღარ გამოველაპარაკე, არაფერი მქონდა სათქმელი…

ვიცი წყლის ნაყვაა, მაგრამ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს კიდევ ერთხელ ვთხოვ და შევახსენებ ჩემს ათასჯერ ნათქვამს, დააყენეთ ისტორიული ძეგლების აღმნიშვნელი ფირნიშები იმის მითითებით, რომ ნორმალურ ქვეყანაში ისტორიული მემკვიდრეობა კანონით არის დაცული.

დამიჯერეთ, ეს გაფრთხილება მცირედით მაინც იქნება მსგავსი ვანდალიზმის შემაკავებელი ფაქტორი.”