29 აპრილი, 2019

ტრაგედია სან-პაულუს მოდის კვირეულზე

ტრაგედია სან-პაულუს მოდის კვირეულზებრაზილიაში, სან-პაულუს მოდის კვირეულზე ტრაგედია დატრიალდა.

26 წლის ტალეს სოარესი ერთ-ერთი ბრაზილიელი კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობდა. პოდიუმზე მან გონება დაკარგა და წაიქცა.

მოდის კვირეულზე მისულ საზოგადოებას მოდელის წაქცევა შოუს ნაწილი ეგონა. ტალეს სოარესი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა გადარჩენა მისი ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.