17 აპრილი, 2019

თეკლა ეკალაძის სიმღერით აღფრთოვანებული ჟიური

თეკლა ეკალაძის სიმღერით აღფრთოვანებული ჟიურითეკლა ეკალაძე რუსულ მუსიკალურ შოუში “ТЫ СУПЕР!” მონაწილეობს.

მან ვაჟა ტუღუშის ცნობილი სიმღერა “ქუჩაში ერთხელ” იმღერა და წამყვანის, ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

ობოლ გოგონას ბებია ზრდის. 2 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, 4 წლის შემდეგ კი – დედა. თეკლამ თავისი სიმღერა სწორედ გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნა.

გოგონას გადაწყვეტილი აქვს, ექიმი გახდეს და დაეხმაროს ადამიანებს, იყვნენ ჯანმრთელები და დიდხანს იცოცხლონ.