8 აპრილი, 2019

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს ისევ მოუგო

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს ისევ მოუგოტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს ისევ მოუგო.

თათია სამხარაძე:

“საქმე; სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება, დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემს სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.

2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ “შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო”. სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე.

ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა.

დღეს, მინდა ხმამაღლა და ბოლო აკორდად ისევ გავიმეორო, ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება.

ამ საქმის ყველა ეტაპზე, დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს და ადამიანებს რომლებმაც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადეს ჩემი მხარდაჭერა.

თუ ჩემი გზა, ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია.”