სოპრანო მილა ბოგატელო-ნადიბაიძე გარდაიცვალა

კოლორატურული სოპრანო მილა ბოგატელო-ნადიბაიძე გარდაიცვალასაქართველოს დამსახურებული არტისტი, კოლორატურული სოპრანო მილა ბოგატელო-ნადიბაიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა:

“მილა ბოგატელო-ნადიბაიძე თეატრის წამყვანი სოლისტი 1960 წლიდან გახდა. იგი 27 წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. მის რეპერტუარში 20-მდე წამყვანი პარტია შედიოდა, მათ შორის, ვიოლეტა „ტრავიატა”-დან, ქეთო „ქეთო და კოტე”-დან, ჯილდა „რიგოლეტო”-დან, ლუჩია „ლუჩია დე ლამერმური”-დან, მარეხი „აბესალომ და ეთერი”-დან, წითელქუდა გოკიელის „წითელქუდა”-დან.

მილა ბოგატელო-ნადიბაიძე ასევე წამყვან პარტიებს ასრულებდა სპექტაკლებში „სემიონ კოტკო“, „ევგენი ონეგინი“, “ჯადოსნური ფლეიტა“.