2 აპრილი, 2019

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზე

ქართველი კომპოზიტორის რეზო ლაღიძის ნაწარმოები “ჩივილი” ლა სკალას სცენაზე აჟღერდება. მას ოპერის მომღერალი ლაშა სესიტაშვილი შეასრულებს:

“3 აპრილს ლა სკალას თეატრში, არტურო ტოსკანინის დარბაზში გაიმართება რომანსების და ნეაპოლიტანური სიმღერების კონცერტი.

ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან შევასრულებ ასევე ქართულ ნაწარმოებს, რევაზ ლაღიძის “ჩივილს”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.”