21 აპრილი, 2019

ნინო ორდენიძე: “სირცხვილია მართლა!”

ნინო ორდენიძე: "სირცხვილია მართლა!"მოდელი ნინო ორდენიძე გულწრფელად ინტერესდება, მართლა არ არის ცნობილი, რა ხდება ქვეყანაში? მართლა არ არის ცნობილი რამდენ ადამიანს უჭირს და რამდენია მხოლოდ პურზე და ჩაიზე?

“ეს რა ამბავია ატეხილი, ან ფეისბუქში, ან ტელევიზიებში. იცით რა მაინტერესებს, რუსთავი 2-მა მოიტყუაო, რომ იძახით, თქვენ მართლა არ იცით რა ხდება ქვეყანაში? არ იცით რამდენ ადამიანს უჭირს? არ იცით რამდენი ადამიანია, ვინც მარტო ჩაიზე და პურზეა?! არ იცით, რამდენი ბავშვია მშიერი?! რამდენი ბავშვია ავად და წამლის ფულიც არ ააქვთ?!

სულ რომ გარეთ არ დადიოდეთ, ამ სივრცეში არ გხვდებათ პოსტები და სტატუსები თხოვნით?! თუ უბრალოდ სქროლავთ და თავს არიდებთ მსგავს პოსტებს?! ის, რომ ქვეყანში უდიდესი გაჭირვებაა, ამას არ სჭირდება არანაირი რისთავი 2 და არანაირი პოლიტიკური პარტია!

ეს ყველამ ვიცით! მაინტერესებს დღეში 4 ლარი გეყოფათ თქვენ?! მორჩით ამ უნამუსო გაპრავებებს! სირცხვილია მართლა!

და თუ ვინმემ არ იცით, წამომყევით ხვალ და გაჩვენებთ! იქნებ თქვენი თვალით რომ ნახავთ, მერე დაიჯეროთ! გაჩვენებთ 7 წლის ბავშვს, რომლის საახალწლო სურვილი იყო, შშმ ძმის პამპერსი და სარეცხის ფხვნილი! ეტყობა კარგად ვერ გაწვდიან ის ადამიანები ხმას და გპირდებით, რომ მოგაწვდიან!”