20 აპრილი, 2019

ნიკუშა ფაიქრიძე: “გულზე ვსკდები!”

ნიკუშა ფაიქრიძე: "გულზე ვსკდები!"მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკუშა ფაიქრიძე პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეში 4 ლარი გამოკვებისთვის საკმარისია:

“რა ძალიან ცოტა უკლია ხალხს ნეტა იცოდეთ, რომ ერთი ურაა დაიძახოს და ისე გადაგიაროთ ყველას, რომ თქვენი სახსენებელი აღარ იყოს ამ ქვეყანაზე!

რაც დრო გადის, ვხვდები, რომ პოლიტიკაზე და პოლიტიკოსზე ბინძური რამ არ არსებობს!

შიმშილით კვდებიან ბავშვები და ესენი სუქდებიან, მდიდრდებიან, ძალა აქვთ და სიმაღლეებიდან გვმოძღვრავენ ოთხი ლარის ჭამეთო!

გულზე ვსკდები და საშველს ვეძებ!
ერთი წრეა, ყველანი ერთნაირი ნაძირლები ხართ!
ოთხ ლარსაც რომ არ გადავიხდიდი თქვენში!

P.S. ახლა გინდა ითამაშე, გინდა დაწერე, რა აზრი აქვს რამეს, ან როგორ უნდა იყო ბედნიერი, იმიტომ, რომ ბილეთის ფასი რვა ლარია მინიმუმ და რა გამოდის – მაყურებელს სთხოვ, ორი დღე იშიმშილე და მშიერი მოდი სპექტაკლზეო!

ამაზე დიდი უნამუსობა არაფერია!
შეგირცხვათ ეგ ოთხ ლარიანი ნამუსი და სინდისი!”