30 აპრილი, 2019

ნახეთ რა დღეშია კინო “რუსთაველი”

ნახეთ რა დღეშია კინო "რუსთაველი"ძეგლის სტატუსის მქონე კინოთეატრი “რუსთაველი” ძველმა მფლობელმა გაყიდა.

რეჟისორი მაია კიკაბიძე შენობის ახალ ესკიზებს აქვეყნებს და მისი დამაახინჯებელის ავტორის ვინაობის გამხელას ითხოვს:

“ვინ არის ახალი მფლობელი? ძველმა გაყიდა და ახალი ვინ არის? ყველაფერი შეიძლება ასე დააარქიტექტურონ? პანორამა თბილისის უნდა მოარგონ ყველა ძეგლი?

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ – ბოლო კინოთეატრი, რომელიც თითქმის 80 წლის წინ, 1939 წელს, სწორედ კინოს ჩვენების ფუნქციით აშენდა და მიხეილ ჭიაურელის ფილმით „დიადი განთიადით“ გაიხსნა.

მფლობელები გეგმავენ „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“. ამის თაობაზე მერიის არქიტექტურის სამსახურში რამდენიმე დღის წინ ესკიზის შეთანხმების შესახებ განაცხადიც შევიდა.

კინო რუსთაველი არის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობა და ესკიზი ნახეთ რა დღეშია!”

ნახეთ რა დღეშია კინო "რუსთაველი"