14 აპრილი, 2019

მუხრან მაჭავარიანი – რაშია საქმე?!

მუხრან მაჭავარიანი – რაშია საქმე?!“კი, მაგრამ…
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?! –
ქართული იქნებ ვინმეს ნორჩი ჰგონია ენა!!
ვინმემ,
არცაა გასაკვირი, –
არც იცის იქნებ, –
ქრისტეს შობამდე რომ შეიქმნა ქართული წიგნი.
არა!
ეს ასე რომ არ იყოს,
კიდე, – ხო, –
მარა!-
ასე
რომ
არის?!
არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მე მგონი, ცოტა
არც იმას, –
წერდნენ რა ენაზე ვაჟა და შოთა!
კი, მაგრამ…
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?! –
ქართული იქნებ ვინმეს მდარე ჰგონია ენა?!”