მხატვარი, მოქანდაკე და ხატმწერი ლექსო გელაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია მამუკა გამყრელიძემ გაავრცელა:
“გარდაიცვალა ლექსო გელაშვილი, არაჩვეულებრივი ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, ხატმწერი, რომელიც ჩინეთში მოღვაწეობდა და დიდი პატივისცემითა და წარმატებით სარგებლობდა.
სრულიად ახალგაზრდა წავიდა. 50-საც არ იყო. როგორი ნიჭიერიც იყო, ისე იხარჯებოდა თავის საქმეშიც და ცხოვრებაშიც.
მახსოვს, ნიკა რურუას ვაჩვენეთ მისი ნამუშევრები პეკინში. ისე აღფრთოვანდა, რომ ლექსომ თავისი ნამუშევარი აჩუქა, ხარის საოცრად ექსპრესიული ქანდაკება, ისეთი, როგორიც თავად იყო.
ახლა აღარც ნიკაა და ლექსოც წავიდა. მასაც ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.”
