12 აპრილი, 2019

მიშა მესხი ტელევიზიიდან გააგდეს

მიშა მესხი ტელევიზიიდან გააგდესმსახიობი მიშა მესხი ტელევიზიიდან გააგდეს. ის TV პირველის გადაცემა “პირველები”-ს ერთ-ერთი სტუმარი იყო, სადაც თემაზე “კინო და ოცნება” სასაუბროდ მიიწვიეს.

როგორც მიშა მესხი სპეციალურ ვიდეომიმართვაში ამბობს, განსხვავებული აზრის გამო, წამყვანებმა ის სტუდიიდან გააგდეს:

“განსხვავებული აზრი მაქვს და ტიპებმა სტუდიიდან გამომაგდეს. ეგეთი რამე გაგიგიათ, ხალხო? მაინტერესებს, ეს არის სწორი ტელევიზია?

ეს არის ქართული რეალობა! ძალიან გაბრაზებული ვარ! შეურაცხყოფილი ვარ! განსხვავებული აზრი ადამიანმა არ უნდა თქვას, თუ რას ნიშნავს ეს?”