15 აპრილი, 2019

მეცნიერი მიხეილ ქავთარია გარდაიცვალა

მეცნიერი მიხეილ ქავთარია გარდაიცვალა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უხუცესი თანამშრომელი, ცნობილი ფილოლოგი და დიდი მეცნიერი მიხეილ ქავთარია გარდაიცვალა. იგი დაარსების დღიდან – 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და იყო საარქივო ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.

მიხეილ ქავთარია იყო ფილოლოგი, გამორჩეული არქეოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე, კვალიფიციური მკვლევარი, რომელიც ერთნაირად ფლობდა როგორც ქართულ მწერლობას, ისე საქართველოს ისტორიის საკითხებს. იგი იყო გამორჩეული ხელნაწერთმცოდნე, სწორედ ამიტომ იყო ყველაზე დიდი ავტორიტეტი, როდესაც საქმე ქართულ ხელნაწერს ეხებოდა და სწორედ ამიტომ მიმართავდა ყველა კონსულტაციისთვის.

იგი იკვლევდა როგორც ძველი, ისე აღორძინების ხანის მწერლობას. მან თავი მთლიანად მეცნიერებასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიუძღვნა.