მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება შეურაცხყვეს

მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება შეურაცხყვესმოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ დამზადებული ქანდაკება “კიდევაც დაიზრდებიან” შეურაცხყვეს.

ინფორმაცია და ფოტო ჟურნალისტმა ბონდო მძინარიშვილმა გაავრცელა:

“ამ ძეგლს ჰქვია “კიდევაც დაიზრდებიან”.

ჰოდა, რაღა ამათ ეტაკე, “დაზრდილებიც” არიან – აპოლონამდე თუ ვერ ახერხებ წასვლას, აგერ, თბილისში – “ფოთოლა”, ან ბორჯომში “პრომეთე” ნახე. აცადე ამ ბალღებს დაზრდა – პედოფილი ხარ?!

როგორი პათოლოგიური და სამარცხვინო უნდა იყო ადამიანი, ეს რომ გააკეთო!
აბა, ეს ახლა ევროპამ გარყვნა?!

ვერაფრით წარმოვიდგენ, იმ “გარყვნილ ევროპაში” ვინმე კბილებით ჩააფრინდეს ბრიუსელის ბიჭუნას.”

პ.ს. მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მარნეულის გზატკეცილზე 1975 წელს დაიდგა. ის ბრინჯაოშია შესრულებული და 12 მეტრი სიმაღლისაა. მონუმენტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება შეურაცხყვეს