22 აპრილი, 2019

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები ერთ ფილმში

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები ერთ ფილმში ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი ფილმის გმირები ხდებიან.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის – “შეხვედრა” – გადაღებები უკვე დაიწყო. ფილმი ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ისინი მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკე ქალები იყვნენ. მათ ქალთა ჭადრაკში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს და მსოფლიო მაშტაბით მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანეს.

ფილმში მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავების დღევანდელ ცხოვრება იქნება წარმოდგენილი და მაყურებელი მათი პროფესიული ბიოგრაფიის შესახებ უნიკალურ საარქივო მასალას იხილავს.

გადაღებები როდოსზე დაიწყო, მაისის ბოლომდე ფილმის გადაღებები თბილისსა და ვენაში იქნება, მისი დასრულება და შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეებზე ფილმის რეჟისორია ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე, ხოლო თანარეჟისორი ანა ხაზარაძე.