19 აპრილი, 2019

იცით როგორ შეიქმნა მიქელანჯელოს გენიალური ქრისტეს დატირება?

იცით როგორ შეიქმნა მიქელანჯელოს გენიალური ქრისტეს დატირება?მიქელანჯელოს გენიალური ქრისტეს დატირება დედის მიერ მსოფლიო შედევრად არის აღიარებული. მის შექმნას და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს:

მიქელანჯელოს მარმარილოების ბაზრობაზე ერთი ქვა მოეწონა.

გამყიდველმა დაინტერესებულ ხელოვანს უთხრა:

– გასაოცარია, 12 წელია ეს ქვა აქ დევს, ის არავის შეუმჩნევია და არ უკითხავს მასზე არაფერი. მეც ვერ ვხედავ მასში რამე განსაკუთრებულს, თუ თქვენ დაინტერესდით, შეგიძლიათ უფასოდ წაიღოთ, დიდი ხანია აქ დევს და ტყუილად ადგილს იკავებს.

მიქელანჯელომ ქვა წამოიღო, მასზე თითქმის მთელი წელი იმუშავა და შექმნა მსოფლიო შედევრი – ქრისტეს დატირება დედის მიერ.

როდესაც მან მარმარილოზე მუშაობა დაასრულა, თავისთან სწორედ ის გამყიდველი მიიწვია, რომლისგანაც ქვა იყიდა:

– სად იშოვე ასეთი ულამაზესი მარმარილო? – ჰკითხა გამყიდველმა

– ეს სწორედ ის მახინჯი ქვაა, რომელიც შენი მაღაზიის წინ 12 წელი ტყუილად იდო და ადგილს იკავებდა.

ასე შეიქმნა ლეგენდარული პიეტა – ქრისტეს დატირება დედის მიერ. ეს არის მიქელანჯელოს ერთადერთი ნამუშევარი მისი პირადი ხელმოწერით. ჯორჯო ვაზარის ცნობით, მიქელანჯელომ გამვლელების საუბარი მოისმინა და იმის შიშით, რომ მისი ნაშრომი არ გამქრალიყო, ან ვინმეს არ მიეთვისებინა, საკუთარი ხელმოწერა დატოვა.