5 აპრილი, 2019

გიორგი შველიძის უარი მოსკოვს

გიორგი შველიძის უარი მოსკოვსქართველი ოპერატორის გიორგი შველიძის გადაწყვეტილებით, იგი უარს ამბობს მოსკოვში ჩასვლაზე, სადაც EAST-WEST. GOLDEN ARCH 2018-2019 წლის ნიმინანტების მოკლე სიაში მოხვდა.

ზაზა ხალვაშის ფილმის “ნამეს” ოპერატორი ევრაზიის კინოდაჯილდოების საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაზეა წარდგენილი.

ნომინანტებს შორის არიან რეჟისორები სერგეი ლოზნიცა და პაველ პავლიკოვსკი.

გიორგი შველიძემ “ნამეზე” მუშაობისთვის ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების პრიზი მიიღო.

ზაზა ხალვაშის ”ნამე” საქართველომ ოსკარზე წარადგინა, თუმცა ფილმი მოკლე ნუსხაში ვერ მოხვდა.