25 აპრილი, 2019

გელა ფარჩუკიძის კაპელას ავსტრიული კონცერტი

გელა ფარჩუკიძის კაპელას ავსტრიული კონცერტიგელა ფარჩუკიძის კაპელა “ნიჭიერიდან” გაიცნო მაყურებელმა. მათ პირველი ავსტრიული კონცერტი 30 მაისს აქვთ ვენის ორკესტრთან ერთად.

კონცერტი გაიმართება პროექტის “ყველა აუტიზმისთვის” 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები.

გელა ფარჩუკიძე:

“ესეც ჩვენი პირველი ავსტრიული კონცერტის რეკლამა…

აქ მთავარი ჩემი საწყალი გერმანული კი არა – თავად ფაქტია, რომ VIENER KONCERTHAUS-ში გამოდიან ეს პატარები ვენის ორკესტრთან ერთად… ჩემი დირიჟორობით…

მადლობა უფალო სააღდგომო საჩუქრისთვის!”