25 აპრილი, 2019

გარეჯას უდაბნოს მონასტრის ბილიკი გადაკეტეს

გარეჯას უდაბნოს მონასტრის ბილიკი გადაკეტესგარეჯას უდაბნოს მონასტრის ბოლოკი მესამე დღეა გადაკეტილია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ.

ინფორმაციას ამის შესახებ ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს:

“მესამე დღეა, გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ.

მიზეზი “ზე გასაიდუმლოებულია”. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის სცენარით ვითარდება, რომელიც დღეისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელია.. აქაც, უდაბნოს მონასტერში ამოყავთ ბილიკი, (აზერ. მესაზღვრეებს), რათა სადღეღამისო მორიგეობა განახორციელონ.

უდაბნოს მონასტერი, რომელიც არა მარტო ქართულ კულტურაში, არამედ მსოფლიო კულტურაში ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლია, დაკარგვის პირასაა, გაუგონარი უყურადღებობის გამო… მე პირადად არ მესმის, ამაზე მეტი დასაცავი რა გვაქვს ქართველებს!

ჩვენი ძილი სიკვდილში გადადის უკვე!

გარეჯას უდაბნოს მონასტერი ესაა გამორჩეული მარგალიტი ქართული კულტურის ძეგლთა შორის!

P. S. პოსტს დართული აქვს ფოტოები. წითელი ისრით ნაჩვენებია, თუ საიდან ჩაჰყავთ ბილიკი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს საკუთარი სასაზღვრო ბაზისკენ. ისინი ორივე ჩასასვლელის ბლოკირებას ახდენენ უდაბნოს მონასტერში და ანხორციელებენ ბილიკის მშენებლობას, რაშიც კლდეში ნაკვეთი ტაძრებიდან და სენაკებიდან ჩამოცვენილ ქვებს იყენებენ.”

გარეჯას უდაბნოს მონასტრის ბილიკი გადაკეტეს

გარეჯას უდაბნოს მონასტრის ბილიკი გადაკეტეს

გარეჯას უდაბნოს მონასტრის ბილიკი გადაკეტეს