25 აპრილი, 2019

„ევროპული ხელოვნება და საქართველო“ – ორენოვანი კატალოგი გამოცემულია

„ევროპული ხელოვნება და საქართველო“ - ორენოვანი კატალოგი გამოცემულია„ევროპული ხელოვნება და საქართველო“ – ასე ეწოდება კატალოგს, რომლის პრეზენტაციაც 1 მაისს, 19:00 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება. კატალოგის ავტორი გიორგი კალანდიაა, სამეცნიერო რედაქტორი კი – მანანა ჭელიძე.

მაღალი პოლიგრაფიული დონით გამოირჩეული, ორენოვანი ნაშრომი ოთხ ძირითად ნაწილად იყოფა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცულ ევროპული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ტექსტუალური და ვიზუალური მასალიდან გამომდინარე, მსგავსი ხასიათის კატალოგი საქართველოში პირველად გამოიცა. წიგნის საშუალებით საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ისეთი მსოფლიო დონის ხელოვანთა ნამუშევრები აღმოაჩინოს, როგორებიც არიან ბერნანდო დადი (1280-1348), პაოლო ვენეციანო (?-1362), ლუკას კრანახი (1472-1553), გვიდო რენი (1575-1642), პიტერ სნეიერსი (1681-1752), ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერი (1805-1873) და სხვა.

შთამბეჭდავ ვიზუალურ მხარესთან ერთად მკითხველისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება კატალოგში შესული ინფორმაცია ხელოვნების ნიმუშების წარმომავლობის, მათი მნიშვნელობისა თუ საქართველომდე მათ მიერ განვლილი გზის შესახებ.