24 აპრილი, 2019

“და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე

"და ჩვენ ვიცეკვეთ" მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზეკანის კინოფესტივალზე წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა შედგება.

კინოფესტივალის ერთ-ერთი საკონკურსო სექციის Director’s Fortnight პროგრამა უკვე გამოქვეყნდა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული და შვედური კომპანიების კოპროდუქციაა, რომელიც მაყურებელს ახალგაზრდა მოცეკვავის – მერაბის ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. მერაბი რადიკალურად იცვლება, როდესაც ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.