21 აპრილი, 2019

ჩვენი ნოტრ-დამი ესაა! – გთხოვთ ნახეთ, ჩადით!

ოთხთა ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია– ჩვენი ნოტრ-დამი ესაა! – აცხადებს ხვთისო ტურძილაძე და ტაო კლარჯეთში უპატრონოდ მიტოვებული ოთხთა ეკლესიის ვიდეოს ავრცელებს:

“უბრალოდ უყურეთ.

და ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა ემოცია მქონდა დღეს დილით. უცხო ტომების სამყაროში ჩაფლულს ეძინა ოთხთას ეკლესიას. ნაომარს, დამწვარს, ნაცემს… არ გავაღვიძე. ჩუმად მოვინახულე და წამოვედი.

როგორი ლამაზია ნახეთ და როგორი ქართული. ვარ აცრემლებული ახლაც. გთხოვთ ნახეთ, ჩადით. ქვებს მოეფერეთ… ჩვენი ნოტრდამი ესაა!”